Donnerstag, 15. Juni 2017

მთვარისას მოგზაურობა / თავისუფალი მიმოსვლა ევროპაში



2017 წლის თებერვალში უკვე საბოლოოდ გამოცხადდა ევროკავშირთან თავისუფალი მიმოსვლის კანონის ამოქმედების შესახებ.
საქართველოს ევროპული მისწრაფებების გამო, ყველაზე მეტად დაზარალდა სამაჩაბლოს მოსახლეობა.
მინდოდა ჩემი პირადი პირველი სტუმარი ჰამბურგში სამაჩაბლოდან დევნილი ან ომით დაზარალებული ოჯახიდან ყოფილიყო.

გორის უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის ჩატარებული ლატარიით, ერთკვირიანი მოგზაურობა საჩუქრად შეხვდა 22 წლის მთვარისა სადაღაშვილს, რომელიც 7-14 ივნისის კვირას ჰამბურგს ეწვია.
მთვარისას მონათხრობი, მისი თვალით დანახული დღევანდელი საქართველო და ჰამბურგი, ვფიქრობ მრავლის მთქმელია.
მადლობა მას ამ გაზიარებისათვის!
მარიკა ლაფაური
15 ივნისი, 2017

მთვარისას მასპინძლობა, ინიციატივა - ევროპაში თავისუფალი მიმოსვლა საქართველოს ახალგაზრდებისათვის - გაიზიარეს ჰამბურგელმა ქართველებმა:
ნინო ჯიაძე, ირინა აბესაძე, ხათუნა წერეთელი, ქეთი ტუხიაშვილი, თამარ ხუბულავა, ქეთი ნიშნიანიძე,  ნათია ჰახმან-ქუთელია, ნანა ანდერსონი, თამარა გასვიანი, ქეთი ჩხაიძე, ელენე სამყურაშვილი, თამრიკო გოგიძე, ანა გამდლიშვილი, ხათუნა გლოველი, მარიანა ბედოშვილი, მანანა ცაგარეიშვილი, მანჩო კაჭარავა, ნათია აზარაშვილი, მაია ფრიზენი, ზურა დვანაძე, სალომე კვინიტაძე, ნანული ჩხეიძე.

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen