Freitag, 14. Februar 2014

ჯანრი კაშიას 11 ტომეულის გამოცემა; წიგნი III “ტოტალიტარიზმი”

გამოქვეყნდა "კახეთის ხმა"-ში 14.02.2014 
http://kakhetinews.ge/ge/voice-of-kakheti/news/janri-kasias-11-tomeulis-gamocema-wigni-totalitarizmi

გასული წლის ბოლოს ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა გამოსცა ისტორიკოსისა და პუბლიცისტის ჯანრი კაშიას 11 ტომეული. ჯანრი კაშია (1939-2012) საქართველოს ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია განსაკუთრებით მისი სატელევიზიო ფორმატებით, „არჩევანი-თქვენი“ და „ნადიმი ჯანრი კაშიასთან“ 2002-05 წლებში. 

11 ტომეული მრავალფეროვანია თემატიკით. ის მოიცავს მხატვრულ პროზას, ფილოსოფიურ ესეებსა თუ პუბლიცისტიკას და დიდი შენაძენია საზოგადოებისათვის, თუ აკადემიური წრისათვის, რომელიც ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. საზოგადოების განვითარებისათვის საჭირო ხელმოსაჭიდი იმპულსები ყოველდღიურობით დამძიმებულ, პოლიტიკურ დაპირისპირებებსა და ზოგად არასტაბულურ გარემოში, ადამიანებისათვის გაფემკრთალებულია. პოლიტიკური მოვლენების კალეიდოსკოპური ცვალებადობა და მათი ქართული მედიით თანხლებით გადაღლილი საზოგადოებისათვის ჯანრი კაშიას თხზულებების თითქმის სრული გამოცემა სწორედ ასეთი ხელმოსაჭიდი იმპულსი უნდა იყოს.
ამჯერად მხოლოდ III ტომზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. ნაშრომი ოთხნაწილიანია და წარმოადგენს რუსეთის გეოგრაფიულ სივრცეში ჩამოყალიბებული ტოტალიტარიზმის ანალიზის მცდელობას. ავტორი განათლებით ისტორიკოსია და ის ისტორიულ ჭრილში 
საინტერესო ფილოსოფიურ განზოგადოებას და სააზროვნო გავრცობას გვთავაზობს. ზოგიერთი თეზების ამბივალენტურობა თუ სუბიექტურობა (მაგ. ტოტალიტარიზმში არსებული ეკონომიკის საკითხები) წიგნის ღირებულებას ჩვენი აზრით ზრდის და შემოთავაზებული თემების ამავე ხარისხში დისკუსიის შესაძლებლობას გვაძლევს. განსაკუთრებით საინტერესოა წიგნის ბოლო, მეოთხე ნაწილი, სადაც ავტორი “პერესტროიკის” პერიოდსა და ტოტალიტარიზმის რეინკარნაციის თემას ეხება. სამწუხარო იქნებოდა თუ ამ წიგნით შემოთავაზებული დისკუსიის განვითარების შესაძლებლობისათვის, საქართველოს აკადემიური თუ სხვა წრეებიდან “ჩაბმის” სურვილი არ გამოჩდებოდა. 
ავტორი უარყოფს რევოლუციური განვითარებების გზას, რომელიც თავად იმპერიებშიც კი, შინაგანი განვითარებების საშუალებებს ანგრევს. წიგნში მრავალი პასაჟი ეთმობა “გლეხობის, როგორც კულტურის პირველშემოქმედის” მნიშვნელობას.
ავტორი დაწვრილებით აღწერს ტოტალიტარიზმის სისტემის სქემასა და ღირებულებების ჩანაცვლების მეთოდოლოგიებს. აქ, “შიშზე დაფუძვნებული ენთუზიაზმის” არაბუნებრივობას საყრდენად“ ამ სისტემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მეხსიერებას ენიჭება, რომლის გადაფორმებაზე და გარდაქმნაზე (…) იდეოლოგიისა და ბიუროკრატიული აპარატი” მთელი ძალიასხმევით “მაკიაველურად” აქებს იმას, რასაც აძაგებს”. ეს უკანასკნელი და “კონტროლი ინფორმაციაზე” დღევანდელ საქართველოში საკმაოდ სრულყოფილია პრაქტიკაში.
წიგნის განსაკუთრებული ღირსებაა სქოლიოებში გამოტანილი დაწვრილებითი განმარტებები. ავტორი განსაკუთრებით კარგად იცნობს ორტეგა ი გასეტის, კიტა მეგრელიძის, ჰანა არენდტისა და სხვ. ნააზრევს, ხაზს უსვავს რა, ამ ავტორების საქართველოსათვის აქტუალურობას, ჩვენი მხრიდან დავამატებდით მხოლოდ, რომ წიგნის დაწერიდან (1990) დღემდე ჩამოთვლილი ავტორების ნააზრევი სამწუხაროდ დღემდე არ არის საქართველოში საზოგადოების ცნობიერებაში გათავისებული. ისეთი ხაზგასმები, როგორიცაა ცალკეულ შემოქმედთა ძალა არსებულ ტოტალიტალუ სისტემაში, “..შემოქმედებას “ღმერთის მადლი და ძალა” განსაზღვრავს და არა დიქტატორის (სისტემის) ნება-სურვილი”, ავტორის ჰუმანურ ღირებულებებზე ერთგულებას მიუთითებს. ან: …”რელიგიური ფანატიზმი” არ არსებობს. არსებობს ოდეოლოგიური ფანატიზმი; (…) ფანატიზმით ერთნაირად შეიძლება იყოს შეპყრობილი როგორც ეკლესია (ინსტიტუტი) და მისი იერარქები, ასევე პარტია (და მისი ბელადები), ცალკეული ადამიანი თუ ადამიანთა ჯგუფი, ხოლო ყოველი მათგანი მოქმედებს არა რელიგიურ, არამედ იდეოლოგიურ საფუძველზე.” 
და ბოლოს გვინდა ავღნიშნოთ, რომ ეს წიგნი და მთლიანად 11ტომეული სწორედ რეგიონებში საგანმანათლებლო პროგრამაში ჩასართავად გარდაუვლად მიგვაჩნია. სასურველი იქნებოდა ამ გამოცემის თელავის უნივერსიტეტისათვის შეძენა და ამ წიგნების მიხედვით სხვადასხვა თემების დამუშავება. მით უფრო, რომ თელავის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი “ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია”, აქ მომუშავე ლექტორები ისეთი პარალელური თემებით არიან დაკავებულნი, როგორიცაა თენგიზ სიმაშვილის სტალინის შესახებ კვლევები, თუ ელიზბარ ელიზბარაშვულის ლიდერის თემა. ჯანრი კაშიას ნაშრომები ყველა სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებებისათვის საინტერესო მასალაა.

მარიკა ლაფაური
19.01.2014 ჰამბურგი 

Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen