Sonntag, 14. April 2013

ფანტაზია სიცოცხლის გადასარჩენად. საუბარი გივი მარგველაშვილთან


-"მაყურებელთა დარბაზებში"

Caiwera da masala moamzada marika lafaurma


1.2.2013 გ.მარგველაშვილის დაჯილდოვება
გასული წლის 14 დეკემბერს მწერალსა და ფილოსოფოსს გივი მარგველაშვილს 85 წელი შეუსრულდა.Gგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა ამჯერად საქართველოში მცხოვრებ მწერალს დაბადების დღე მიულოცა. 1 თებერვალს გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა გივი მარგველაშვილისადმი მიძღვნილი საღამო და საზეომოდ აღინიშნა ავტორის სახელობის ახალი ქართულ-გერმანული პრემიის დაარსება. თბილისის გოეთეს ინსტიტუტთან ერთად ჯილდოს დაარსება DVV-ინტერნატიონალß-ის კავკასიისა და თურქეთის რეგიონალური განყოფილების ხელშეწყობით განხორციელდა. გივი მარგველაშვილის შემოქმედების შესახებ წაკითხული იქნა მოხსენებები ლუთერ მიულერისა და დოქტ. ფრანკ ტრემელის მიერ.
გაიმართა პრემიერა ექსპერიმენტულ-დოკუმენტური ფილმისა „მაყურებელთა დარბაზები“. გივი მარგველაშვილის მიხედვით და მონაწილეობით. ფილმის ავტორები არიან მარიკა ლაფაური და ნიკო ტარიელაშვილი. 2 თებერვალს ფილმის განმეორებით ჩვენებასთან ერთად წარმოდგენილი იყო დოქტ. ფრანკ ტრემელის ესეების ახალი ქართული თარგმანი „საქართველოს შესახებ“.

გივი მარგველაშვილი. 2012,დეკემბერი
გივი მარგველაშვილი გერმანიაში დაბადებული, (1927) გერმანულ ენოვანი მწერალი და ფილოსოფოსი უდავოდ ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოაზროვნეთა რიგს. მისი ნაწარმოებები შეიძლება შეედაროს პირველ ყოვლისა უმბერტო ეკოს და იტალო კალვინოს, სააზროვნო სივრცე ეხმიანება ედგარ მორინისა თუ პოლ ვენის ნაშრომებს, მისი მრავალჯერ „ჩატეხილი“ ბიოგრაფია შესაძლებელია არის იმის მიზეზი, რომ გივი მარგველაშვილი დღესდღეობით ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს ფართო წრეებში, როგორც ჩამოთვლილი ავტორები. თავის ყველა ფილოსოფიურ თუ მხატვრულ თხზულებებში, ავტორი დაჟინებით ეძებს გამოსავალს რეალური სამყაროს რეალური უსამართლობებისაგან, ეხება რა სამყაროს სიღმისეული აღქმის საკითხებს, გვთავაზობს ორიგინალურ ალტერნატივებს, რომელიც კაცობრიობის ჰუმანური იდეების ტრადიციებიდანაა გამომდინარე. 
ავტორის ენა გერმანულია. ეს მისი უჩვეულო ბიოგრაფიის ერთ-ერთი ატრიბურია და თავისებური დილემაც. Mმისი ცხოვრება უჩვეულოდ განვითარდა. მეორე სამამულო ომის შემდეგ დახვრიტეს მისი მამა ფილოსოფოსი ტიტე მარგველაშვილი, ახალგაზრდა გივი მოხვდა საქსენჰაუზენის საკოცენტრაციო ბანაკში, საიდანაც ორი წლის შემდეგ საქართველოში გამოასახლეს. საქართველოში ყოფნისას გივი მარგველაშვილმა წერა გერმანულ ენაზე დაიწყო, რომელიც მისი წარსულის ერთადერთი რეალური დადასტურება აღმოჩნდა. ამ პერიოდში მან შექმნა ფუნდამენტური ფილოსოფიური თხზულებები. ნიკო ჭავჭავაძის დახმარებით განაგრძო მუშაობა თბილისის ფილოსოფიის ინსტიტუტში. 90-იანი წლებიდან კი გერმანიაში დაბრუნდა. ამ პერიოდში მისი ნაწარმოებები გამოსცა გერმანიის ყველა სერიოზულმა გამომცემელმა. მისი შემოქმედება მრავალჯერ ნომინირებულია, 2006 წელს დაჯილდოვდა ვაიმარში გოეთეს პრემიით, ხოლო 2008 წელს მას გადაეცა გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, - ჯვრის ორდენი.
გივი მარგველაშვილის პიესა „მაყურებელთა დარბაზები“ 80-იან წლებში არის დაწერილი.
„მაყურებელთა დარბაზების“ გმირი, მეფე, საბოლოოდ მიხვდება, რომ ის და ყველანი მის გარშემო თეატრალურ სამყაროში არსებობენ, სადაც ომიანობა, კვლავ და კვლავ დატრიალებული ადამინათა სასაკლაო, რომელიღაც მაყურებელთა გასართობად იმართება. მან ეს არამარტო თეორიულად, არამედ უკვე დაზუსტებით იცის, აღმოაჩინა რა გამჭირვალე კედელი, საიდანაც მაყურებლები მის სამყაროში იმზირებიან. ამიტომ ის გადაწყვიტავს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს ამ სამკვდრო-სასიცოცხლო სცენების არსებობას. თუ მაყურებლებს აღარფერი დარჩებათ სეირის საყურებლად, მაშინ დამთავრდება კიდეც ეს სისხლიანი ისტორიები. მაგრამ სანამ მეფე ამ მიზანს განახორციელებს, მას მოუწევს თავის სამეფოში მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, მათთან, ვინც მის შეხედულებებს არ იზიარებს. ეს „ბოლო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა“ პიესის მანძილზე  გამჭირვალე კედლის წინ, მაყურებელთა თვალწინ მიმდინარეობს. რაღა თქმა უნდა მეფე ღალატით მარცხდება. კვდება მისი ერთერთი მოწინააღმდეგეც, მაგრამ სწორედ ბოლო ამოსუნთქვის წინ იგებს, რომ ის კედლის მიღმა, მაყურებელთა დარბაზში ვარდება. დედამიწაზე გამართული ომები, მართლაც მხოლოდ თეატრი ყოფილა.

მარიკა ლაფაური. ფილმის პრემიერის დროს
პიესა წარმოადგენს ფილოსოფიურ ზღაპარს. ისევე როგორც თავის ყველა ნაწარმოებებში გივი მარგველაშვილი აქაც ტექსტუალური სამყაროს სტრუქტურის გამძაფრებით ცდილობს რეალური სამყაროს ისტორიული მსვლელობის კორექტურას. მარგველაშვილი ადამიანების კონტექსტუალური ცნობიერების გაღრმავებით („თვითკორექტურით“) ეძებს „ათემატურობას“, რომელიც ადამიანებს ისტორიულობიდან გაათავისუფლებს, როდესაც მას შეუძლია „ეკოლოგიურად მოაზროვნე პარლამენტარიზმის“ შექმნა, სადაც ორგანული მთლიანობის არსებობა დასაშვებია.
გივი მარგველაშვილის შემოქმედებითი პორტრეტისათვის ფილმის ავტორებმა სწორედ პიესა „მაყურებელთა დარბაზები“  შეარჩიეს, რადგან თეატრალური დრამის ჟანრი თავისთავად ამძაფრებს „რეალური სამყაროდან მაყურებელთა“ ჩართულობას.

მარგველაშვილთან ადამიანები პირველ რიგში „წიგნის პერსონაჟები“ არიან და მხოლოდ ამის შემდეგ „რეალური არსებანი“. ადამიანის სულიერი ცხოვრება წიგნებით, ტექსტებით არის განსაზღვრული.
გ.მარგველაშვილი ფ.ტრემელი მ.ლაფაური
ვასილი ნალიმოვი წერს: „..ვცდილობთ ვაჩვენოთ რომ ადამიანით, მის სამყაროში ყოფნით ცხადდება საზრისი. საზრისი იხსნება ყოველთვის ტექსტების საშუალებით. ადამიანი ჩვენთვის ტექსტია, უფრო ზუსტად ტექსტების მრავალფეროვნება, რომლის გრამატიკა და სემანტიკა გვსურს მოვიცვათ შესაძლო ერთიანი ხედვის გავლით...“ (ვასილი ნალიმოვი „Спонтанность сознания“)
„პოლი-ონტო-თემატური“ ცხოვრების წესი და ცნობიერება, მარგველაშვილის ფილოსოფიურ თხზულებებში თუ მის „დიდი კორექტურის“ რომანების ციკლში, ცენტრალური თემაა. „მაყურებელთა დარბაზების“ შემთხვევაში,  ზღაპრისა და პიესის ჟანრებიდან გამომდინარე, გივი მარგველაშვილი კიდევ უფრო მეტად სცილდება სივრცობრივ ობიექტივიზაციას.
მრავალფეროვანი კულტურული ფენომენების სინტაქსი, გივი მარგველაშვულისათვის პიესის ერთერთი ეპიზოდური პერსონაჟის, დორნროზეს დაბნეული და უშუალო შეკითხვაა:

ნინი ლაფაური-დორნროზე
 „თქვენ! თქვენ... თუკი ადამიანები ხართ, რატომ არ შემოხვალთ სცენაზე საშველად! ნუთუ გული არ გაგაჩნიათ? ნუთუ შეგიძლიათ ასე მშვიდად უყუროთ მკვლელობას! თქვენ ხომ აქ უნდა შემოხვიდეთ და ბოროტმოქმედს სიკვდილის მახვილზე ხელი აუკრათ, თუკი თქვენ საერთოდ არსებობთ?“
გივი მარგველაშვილი ჩვენი საუბრის მსვლელობისას სწორედ დორნროზეს ამ რეპლიკას უსმევს ხაზს: ...“თუკი ადამიანები ხართ“... დიახ, დორნროზე მოისაკლისებს ერთობას, სხვის მიმართ მოსიყვარულე გაგებას. (...) გრძნობებით განცდილი ურთიერთგაგება ერთადერთი ხსნაა იქ, სადაც დრაკონებს ერთმანეთის გადასანსვლა სურთ“.
მარიკა ლაფაური: თქვენი მთელი ძალისხმევა ემსახურება იმას, რომ სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებში, სხვათა ლიტერატურულ ნაწარმოებებში მოძებნოთ ის მომენტები, სადაც ისტორიის შემობრუნება, შესაძლებებლია, პოულობთ ისტორიული მსვლელიბისათვის გადამწყვეტ მომენტებს და თქვენი ტექსტებით ერევით მასში, ახდენთ კორექტურას და ცდილობთ მის გამოსწორებას, მის ჰარმონიამდე სრულყოფას. თუმცა ვერასოდეს ვერ ვხედავთ ამ სრულყოფას, ხშირად თქვენი გმირების მოქმედების გასაგრძელებლად მას უცებ მკითხველი გამოეცლება ხელიდან, რომელიც წიგნს დახურავს და მას აღარ კითხულობს. თქვენი გმირი ვეღარ „მოქმედებს“. ეს ლაღი და სახალისო იდეაა, საინტერესო მკითხველისათვის, რომელიც აქტიური მონაწილე ხდება ამ მოქმედების. არსებობს მართლაც რაიმე მომენტი, როდესაც ჩვენ ისტორიის შესწორების შესაძლებლობა გვაქვს?
გივი მარგველაშვილი: სახალისოა და ამავე დროს ტრაგიკული... ეს თუმცა ლამაზი იდეაა, მაგრამ მაინც დუბლიკატია, რადგან რეალობა სხვა არის. რეალობა ქმნის სასტიკ წინააღმდეგობებს, რომლებიც ვერ ერთიანდებიან, ისინი დაპირისპირებულნი დგანან და მათ არ, ან ცოტა თუ ესმით ერთმანეთის.

მარიკა ლაფაური: მაგრამ თქვენ ამ, „დუბლიკატით“, ხომ უფრო მეტის თქმა გსურთ?
გ.ჯიბლაძე-ერპიხი, დ.ლაფაური-ფონ რამეზინი

გივი მარგველაშვილი: მე იმის თქმა მსურს, რომ რეალური ადამიანი და წიგნის პერსონაჟი ერთი და იგივეა. ე.ი. რეალური ადამიანი, როგორც ორგანიზმი, უფრო მეტადაა „წიგნის-ადამიანი“, ვიდრე ის რეალურია. რატომ? იმიტომ რომ ადამიანი თემებს მიჰყვება, ის თემებით ცოცხლობს. წიგნის პერსონაჟები მხოლოდ თემებით არსებობენ. ის იქ ცხოვრობს, იქაა დაბადებული, სადაც ის დაწერილია. ადამიანიც ზუსტად ასეა. (...) ადამიანი თემატური არსებაა. ჩემი სურვილი კი არის „წიგნის-ადამიანების“ ("buxpersonen") გათავისუფლება! მათ აქვთ თავისი ცხოვრება, სურვილები. მათ მეტი არათემატურობა სურთ. ისინი ზუსტად რეალური-ადამინებივით (ღეალპერსონენ) არიან, რომლებიც რეალურ პრობლემებთან ჭიდილში არიან და ყველანი თემები ("თჰემატა") არიან.
მარიკა ლაფაური: რა იქნებოდა ადამიანის ის „ისტორიულობის მიღმა“ ცნობიერება, რომლითაც ჩვენ ცხოვრებას უნდა გავუმკლავდეთ? ყველას ხომ ვერ მოვთხოვთ დორნროზესნაირი ბავშვური სისადავით გაიაროს და იცხოვროს რეალობებს შორის? ადამიანები ხომ სულ ისტორიებში არიან გახლართულნი?
ფილმის გადაღებების დროს
გივი მარგველაშვილი: დარჩი შენს წარმოდგენებში, მაგრამ მოახერხე ისე, რომ სხვამ განვითარება შეძლოს, არ შეუშალოთ ერთმანეთს, იქნებ  ერთმანეთით გამთლიანება შესაძლებელია? ეს (მთლიანობა) არის სამყარო. ქვეყანა მართლაც მაყურებელთა დარბაზია, ადამიანები მხოლოდ მომხდარს შესცქერიან.
მარიკა ლაფაური: თქვენი პიესა, „მაყურებელთა დარბაზები“ ძლიერი ინსპირაციაა საკუთარ თავთან შეკითხვის დასასმელად. როდესაც ადამინების ცნობიერების იმ მიღწეულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ, როდესაც მას ისტორიულობასთან გამკლავება შეუძლია, ალბათ რაღაც სინქრონული კავშირები უნდა წარმოვიდგინოთ. ცალკეული ადამიანებს არ ძალუძთ ისტორიის მსვლელობის შეცვლა.
გივი მარგველაშვილი: მსოფლიო იღუპება ეკოლოგიურად. რატომ? იმიტომ რომ იწამლება ბუნება, პროდუქცია გადაჭარბებულია. სხვადასხვა კონფერენციებზე იტყობინებიან, რომ გამონაბოლქვი უნდა შეიზღუდოს და სხვ. მაგრამ ფაქტიურად არაფერი არ იცვლება. მთელი მსოფლიო ერთ დიდ ნაგვის გროვად იქცა, საშინელებაა ამის ყურება! მე ასე ვიფიქრე: ქრისტიანობას ხომ ზეიმობს შობის დღესასწაულს, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ჩუქნიან. ჩუქება ადამიანის ბუნებაში დევს. ყველა ჩუქნის რაღაცას სხვას. შობის დღესასწაულიც აჩვენებს რომ ჩუქების სურვილი ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. თუ ჩუქების საჭიროება სწორედ იქნება მიწოდებული, თუ მისი მიღება და გაცემა გსურს, მაშინ ასეთ კლიმატის კონფერენციებზე გვჭირდება ვინმე, ვინც აჩუქებს, რომელიც ამ თანხას გადაიხდის. საჭიროა ამ ყველაფრის ერთგვარი დასასრული. ამ მჩუქნელს სხვებმაც უნდა მიბაძონ, ჩუქება უნდა გაგრძელდეს. საკმარისი ადამიანები არსებობენ დედამიწაზე, ვისაც ეს ხელეწიფებათ. აუცილებელია ეკოლოგიური საშინელების შეჩერება. Mმსოფლიო შეიძლება აღაფრთოვანო ასეთი ჩუქების აქტით. ჩვენ გვჭირდება ეკოლოგიური საშობაო ზეიმი! მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს! მე აქ დიდ პოტენციალს ვხედავ. ადამიანებმა მხოლოდ უნდა გაიგონ ეს შესაძლებლობა, რადგანაც, ვიმეორებ, ჩუქება ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა.
მარიკა ლაფაური: იქნებ ისეა, რომ მშვენიერების განცდა ნაკლებად აქვთ ადამიანებს. თუ მას ამის განცდა არ შეუძლია, ის ალბათ მას არც ჩუქება შეუძლია. „ეკოლოგიური საჩუქარი“ მხოლოდ პრაგმატული ხომ ვერ იქნება? ჩვენ, ჩემი აზრით, მშვენიერება სურათებად და ობიექტებად ვაქციეთ და მას ვათვალიერებთ მხოლოდ. იქნებ ადამიანის  დღეისათვის საჭირო გაფართოებულ ცნობიერების ჩამოყალიბებას, მშვენიერებას აღქმის უნართან აქვს კავშირი და ხომ არ უნდა მივბრუნებოდით შილერისეულ „ესთეტური აღზრდის“ ახლებურად გააზრებას?

გივი მარგველაშვილი: მშვენიერება იდეალურია. ადამიანი არაა მშვენიერი, თუ საზომად მშვენიერებას ავიღებთ. იდეალი არსებობს, მაგრამ ის შორსაა. ადამიანი არ ზრუნავს იდეალზე. ის ნელია, ახასიათებს გარკვეული უზრუნველობა. ადრე ეს ასე არ იყო. ძველ ბერძნებს უყვარდათ მშვენიერება, სჯეროდათ მასთან  მიახლოვების შესაძლებლობისა. დღეს ვინღა საუბრობს იდეალზე? ერთხელ ერთი ბალერონი ვნახე საოპერო თეატრის სცენაზე. ის იდეალურად მშვენიერი იყო. ის არაფერს არ აკეთებდა, მხოლოდ მიდიოდა! ეს ისეთი საოცრება იყო, რომელიც გიტოვებს საშინელი დისტანციის შეგრძნებას, რომელიც შენ თავად გაგაჩნია იდეალთან მიმართებაში. ადამიანი მხოლოდ წუხს, რომ თავად ასეთად გახდომა არ შეუძლია. ის აღიარებს, რომ მას ამ მანძილის დაძლევა არ შეუძლია და...- „ბედნიერია ის, რომელიც ივიწყებს იმას, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია“ (ციტატა იოჰან შტრაუსის ოპერეტიდან “ღამურა“. მ. ლაფაური) და ამიტომაც ეშმაკსაც წაუღია ეს იდეალიო! 
დ.ლაფაური-ფონრამეზინი. გადაღებების დროს
მარიკა ლაფაური: „მაყურებელთა დარბაზების“ პერსონაჟებს რომ მივუბრუნდეთ, მეფე იქ უტოპისტია, რომელსაც იდეალი გააჩნია და ის ამ იდეალის, თუ საჭიროა ძალის გამოყენებითაც განხორციელებას ცდილობს.
გივი მარგველაშვილი: ეს შეცდომაა. იდეალი უნდა გაინტერესებდეს, მაგრამ ძალისმიერი მეთოდებით ეს არასოდეს არ უნდა გააკეთო.
მარიკა ლაფაური: თქვენ ერთ თქვენს ლირიულ ლექსში ამბობთ, რომ ადამიანი უ-ტოპუსის, აი ამ „უ“-ს გარშემო უნდა მოძრაობდეს და „ტოპოსს“ ჰხედავდეს. თუ მეფის შეცდომას განვიხილავთ, ის არღვევს ამ სქემას?

გივი მარგველაშვილი: მეფე მთლიანად ამ „უ“-ს გარშემოა, - მომავალზე კონცენტრირებული. ამგვარად მომავალი უარყოფილია. ეს არის შეცდომა. მაშინ იღუპავ თავსაც და მთელ შენს იდეოლოგიასაც. რისი გამოსწორებაც გინდოდა, ის გაზიარებული არაა და თავადაც ჯალათი ხდები.
მარიკა ლაფაური: ...და გამოდის, რომ ფრანგული რევოლუცია გრძელდება?
გივი მარგველაშვილი: ფრანგული რევოლუცია, ეს ყველაფერი რაც მოხდა, საშინელებაა. მათ საკუთარი მეფე მოკლეს. ბოლშევიკებმაც ეს გაიმეორეს. ამ ყველაფერს ბოლო არ აქვს. განხორციელებული ცვლილებები სინამდვილეში ისევ იგივეა, რაც მანამდე არსებული. თანამედროვეთა შორის, მაგალითად გერმანიაში, სადაც ასევე იყო ფრანგული რევოლუციის მხარდაჭერა და სულისკვეთება, არსებობდა ერთი გამონაკლისი - გოეთე! შესანიშნავი ადამიანი იყო!
მარიკა ლაფაური: შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე შემაკავშირებელი საშუალება უნდა გამოიძებნოს? როგორც თქვენ სულ აპელირებთ, თუ მატერიალური სამყარო დაწერილი სიტყვით იწყება, კომუნიკაცია, რომელსაც საქართველოს მაგალითზე განსაკუთრებით სავალალო ფორმა აქვს მიღებული ეგზისტენციალურ მნიშვნელობას იძენეს.
გივი მარგველაშვილი: ერთიანობა და მშვიდობიანი მსჯელობა! ეს თემატური პრობლემაა. განსხვავებული თემები ერთმანეთთან ისე უნდა დალაგდეს, რომ ის ერთ თემად იქცეს. საქმე კონტექსტშია, არა მარტო სიტყვაში, არამედ კონტექსტში!
მარიკა ლაფაური: ადამიანის თემა ამ კონტექსტში ხომ მუდამ იცვლება?
გივი მარგველაშვილი: ხომ არსებობენ მარადიული თემები. ადამინს იმიტომ შეუძლია რაიმე თემით აღფრთოვანება და ასევე მისი უანგარო ერთგულებაც, რომ ის თავის საფუძველში პოლითემატურია. ადამიანი თემატურად უსაზღვროა, ის პოლითემატურად უნდა არსებობდეს და არ უნდა მოექცეს მონოთემატურობაში. მონოთემატურობა ცხოველურია და თუ ის კონსეკვენტურად განხორციელდება, საშინელებაა. ისტორია მონოთემატურობით აუტანელი გახდა. ადამიანის პოლითემატურობიდან გამომდინარე გახდა შესაძლებელი დემოკრატიის გამარჯვება, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოვდივართ „მონო“-დან. მონოთემატური ნაწილია ის, სადაც ჩვენ ისტორიულად ჩამოვყალიბდით.
მარიკა ლაფაური: თუმცა დღევანდელობა საკმაოდ მონოთემატურად გამოიყურება. დემოკრატიის მიუხედავად, ყველას თავი ინდივიდუალისტად უფრო წარმოუდგენია, ვიდრე რაიმე თემად და კონტექსტის მონაწილედ.

ფილმის გადაღებების დროს
გივი მარგველაშვილი: იდეალისტობა კარგია, მაგრამ მატერიალური მხარე არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ძალიან ძლიერი ფაქტორია და გულახდილად უნდა ვაღიაროთ. მატერიალიზი გაცხადებული საჭიროებაა, მაგრამ ორივე დაბალანსებული უნდა იყოს, ერთი მთლიანობის ორი მხარე, ორივე ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს.
მარიკა ლაფაური: მაგრამ ის დისბალასი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დამყარდა პოსტმოდერნული აზროვნების განვითარებისათვის, ხელიშემშლელი აღმოჩდა. ყოველ შემთხვევაში, პოსტმოდერნულს რაიმე სახელიც კი არ აქვს. რა არის თქვენთვის პოსტმოდერნი?
გივი მარგველაშვილი: პოსტმოდერნია ერთმანეთთან დაკავშირება, საპირისპირო ერთად იყრის თავს, აღარ არსებობენ წინაღობები, ყველაფერი ღიაა და ყველაფრის კარი ღიაა. ეს არის პოსტმოდერნი.

მარიკა ლაფაური: მაგრამ ამ, პოსტმოდერნული აზროვნებით არ ვცხოვრობთ...
გივი მარგველაშვილი: ეს საზრისია, რომელიც ცხოვრებას საფუძვლად უდევს, მაგრამ ჩვენ მას არ მივყვებით, რადგან ჩვენ მაინც ამ მონოთემატურობას მიწეპებულნი ვერ ვთავისუფლედებით. ავიღოთ გერმანია, -იქ უცხოელი ხარ, რადგან სხვა გვარი გაქვს, ირიბად შემოგცქერიან, არ გაქვს იგივე შანსები, რაც სხვას. თვით დემოკრატიაშიც კი ასეა დღეს. რა უნდა მოვთხოვოთ ადამიანებს, ისინი არიან ხომ პოსტმოდერნის შემქმნელები დღეს. არსებობენ ცალკეული ხელოვანნი, მაგრამ ეს მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია, ვისაც ის მელოდია ესმის და მღერის, ვინც ასე არ ცხოვრობს. მაგრამ დანარჩენები, უმრავლესობა კვლავ თავის წვენში იხარშებიან.

კადრი ფილმიდან
მარიკა ლაფაური: მუსიკის გამო მაინტერესებდა ბაროკოს ეპოქა. ესეც უცნაური პერიოდია, თავისი ომებით, საშინელი 30 წლიანი ომი, შავი ჭირი, ინკვიზიცია, მეორე მხრივ მეცნიერებების აღმავლობა და მთელი რიგი დღემდე რელევანტური აღმოჩენები, მუსიკაში ოპერის, ინსტრუმენტების განვითარება, სერვანტესი თუ მოლიერი, ასევე, თუნდაც თუ გავიხსენებთ ლიტერატურული საზოგადოებების ჩამოყალიბებას და სხვ. თითქოს დღევანდელობასთან გარკვეული მსგავსებები არსებობს, მაგრამ ერთი არსებითი განსხვავებაა, თუ იოჰან კეპლერს მოვიყვანთ მაგალითისათვის. მაშინდელი სწავლულის წარმოდგენა სამყაროზე უფრო გამთლიანებული იყო. რატომ არ იქნა შესაძლებელი აზროვნების ამ მთლიანობის შენარჩუნება?
გივი მარგველაშვილი: ყვლაფერის ქონა შეგიძლია თუ ფანტაზია გაგაჩნია. ყველაფრის შეძლება კი შეუძლებელია. ფანტაზიის წინააღმდეგ, სწორედ მის საპირისპიროდ ჩამოყალიბდა ზუსტი მეცნიერებები. ზუსტმა მეცნიერებებმა სინამდვილეში დეტალები უნდა გამოიკვლიოს, მთლიანობის ცალკეული ნაწილები. ცალკე ერთეული თავის თავში იგივე უნივერსუმია. ინფორმაცია, რომელსაც სპეციალისტების საშუალებით იღებ აღგაფრთოვანებს. დეტალების კვლევის სიზუსტის საჭიროება, -ამ მონოთემატურად დაინტერესებული მეცნიერებისა, მოითხოვს კონკრეტული საკითხების საფუძვლების ძიებას, რომლებიც ასევე კონკრეტულნი არიან. მაგრამ ამასობაში სამყაროს ხატი დავიწყებულია.
გადაღებებისას. ლილე ფილფანი-ჰერცოგის მეუღლე




ასე მოიკიდეს ზუსტმა მეცნიერებებმა ყველგან წარმატებულად ფეხი და ვიღას ახსოვს ფილოსოფია!
მარიკა ლაფაური: ამასთან დაკავშირებით ერთ ჩემს ტექსტში ვთქვი:Ö „თვით ფანტაზია გახდა უფანტაზიო“. დეტალების დაზუსტებით შემოფარგლული ცოდნა, როგორც ჩანს წარმოსახვის ნიჭს აუფერულებს. ადამიანები ვერ პოულობენ თემებს თქვენს მიერ ნახსენები კონტექსტისათვის. რა შეიძლება იყოს გამაერთიანებელი მიმდინარე პროცესებისთვის?
გივი მარგველაშვილი: უცნაურია, მაგრამ შემდეგი იქნებოდა სწორედ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება. ეს მთელ მსოფლიოში უნდა მოხდეს. ადამიანებმა გვერდზე უნდა გადადონ წინასწარი შეფასებები, გადალახონ საზღვრები, იდეოლოგიური და ა.შ., უნდა სცადონ ერთმანეთთან საუბარი და პრობლემების მოგვარება. მაგრამ ამ დამოკიდებულებისაგან ძალიან შორს ვართ! არსებობენ ერთმანეთთან დაპირისპირებული სკოლები, რომლებსაც ერთმანეთისაგან არაფრის გაგონება არ სურთ. პოლიტიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია! აბსოლუტური არ უნდა მოითხოვო. გადარჩენის გზა შუალედურშია. უღირსი ადამიანები შენს გუნდში ყოველთვის აღმოჩდებიან. ყველასთან უნდა მოხერხდეს თანამშრომლობა. მთელი ხელოვნება სწორედ სინთეზია და დაკავშირება. ისე, როგორც ამას რეჟისორი აკეთებს, ან დირიჟორი, როდესაც ის რთულ მუსიკას დირიჟორობს.
მარიკა ლაფაური: მუსიკაში ეს პროცესი თვალნათელია. თუ არ ჟღერს დისონანსი, არ იქნება კონსონანსი. ჰარმონიას ორივე ქმნის. თუ არ გაქვს წარმოდგენა თემაზე, მის დროში განვითარებაზე, ამ მსვლელობაში ფორმის ჩამოყალიბებიზე, მაშინ მუსიკალური ნაწარმოები არ შეიქმნება.

ლადო კალანდაძე-ჰერცოგი
მე როგორც იცით მუსიკის მასწავლებელი ვარ და ამიტომ მაინც მაქვს ამბიცია და იმედი, რომ სწორი და სიღრმისეული პედაგოგიკით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი. მგონია, რომ სწორედ ეს პედაგოგიური მიდგომა გვაკლია დღეს.
გივი მარგველაშვილი: პედაგოგიკა ერთერთი მომენტია. ის, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ, იძლევა პესიმიზმის საფუძველს, მაგრამ პესიმიზმის ადგილი არ უნდა იყოს! უკვე ვამბობდი, - შუალედურის მოძებნა, - და არა გადაჭარბება! როგორც ძველი ბერძნებიც ამბობდნენ. ყველაფერი უკვე ნათქვამია. მე მხოლოდ ვიმეორებ. თუ არ გადაამეტებ, მაშინ გამთლიანება უფრო ადვილია. ეს არის გზა იმ  სიმტკიცისაკენ, რომ ყველაფერი დაშლას გადაურჩეს. ეს უნდა ასწავლო ადამიანებს, - არგადაჭარბება!
მარიკა ლაფაური: ხელოვნება ხომ სწორედ ამას გვასწავლის. არც მეტობა და არც ნაკლებლობა, სივრცეში განლაგება, აღფრთოვანება, რითაც პროცესებს მიყვები. თუ ადამიანი სწავლობს პროცესების „თან-ხლებას“, ესაა ხომ სწორედ კონტექსტისა და საკუთარი თემის პოვნის შესაძლებლობა_ ამიტომ ვუბრუნდები ისევ ესთეტური აღზრდის პრობლემატიკას.
გივი მარგველაშვილი: გარკვეულად ეს ასეა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ადამიანი თემატურად სხვანაირად არის სტატუირებული. ყველა თანაბრად არ არის ხელოვნებით აღფრთოვანებული. მაშ, რა უნდა ვუყოთ მათ? 

მარიკა ლაფაური: ისინი საუბრობენ „რეალურ პოლიტიკაზე“, სადაც მგრძნობელობას ადგილი აღარ რჩება.
გივი მარგველაშვილი: დიახ, ორივე ერთად. სხვა გზა არ არსებობს. მაგრამ ვის შეუძლია ეს? M
მარიკა ლაფაური:
ჩვენ ბაროკო ვახსენეთ, გოეთე. ყველაზე გვიან ამ დროიდან აღმოსავლური და დასავლური მსოფლმხედველობა საბოლოოდ გაიყო ერთმანეთისაგან. აღმოსავლურში მაინც შემორჩენილია „სიცარიელის“ არსებობის ტრადიცია, მაშინ როდესაც დასავლური აზროვნების „ყველა ადგილი“ დაკავებულია. აღმოსავლურისა და დასავლურის ეს დაპირისპირება უკიდურესად არაბუნებრივ მდგომარეობამდეა მისული.

გადაღებების დროს

გივი მარგველაშვილი: აღმოსავლეთი უფრო იდეალთან უფრო ახლოს დარჩა, მიუხედავად ყველა უკუღმართობისა რაც იქ მოხდა. თუ ისლამურ კულტურებს გადავხედავთ, ქალის მდგომარეობა და ა.შ. ß- საშინელებაა. აღმოსავლეთშიც ვერ ვნახულობთ იმას, რასაც შენ გულისხმობ. დასავლეთის არსებული თავისუფლება პირობითია. ის მხოლოდ იმისგანაა თავისუფალი რაც აღმოსავლეთში მარწუხებშია მოქცეული. შესაძლოა აღმოსავლეთში უფრო თავისუფალი პოეზია იქმნება ჯერ კიდევ, რუსი პოეტები შესანიშნავ ლექსებს წერენ, ასევე მჯერა, რომ ქართველი პოეტებსაც სტრიქონებიც უკეთესად „დაედინებიან“ და ისმინებიან. ეს ასევე ენაზეც არის დამოკიდებული. დასავლურ ენებით პოეტმა უკვე ყველაფერი თქვა, რისი თქმაც შეიძლებოდა.
მარიკა ლაფაური: თქვენი ცხოვრება მონოთემატურობაში იყო გამომწყვდეული. აქ, საქართველოში, შემდეგ ისევ გერმანიაში. იყო განსხვავება?
გივი მარგველაშვილი: მე წინააღმდეგი ვარ მთელი ამ ისტორიისა. მე ვათავისუფლებ გმირებს და ამით საკუთარ თავს. 1992 წლიდან 2012 წლამდე უკვე მეორედ ვცხოვრობდი გერმანიაში. 20 წელი!
მარიკა ლაფაური: ე.ი. ცხოვრება საკუთარი თემის პოვნას და მის გაღრმავებას უნდა მოანდომო. ისტორიულობაა, სადაც ჩვენი შეგრძნებები და საზრისი ყალიბდება. ჩვენ საკუთარ თემაზეც და ისტორიის მსვლელობაზეც პასუხისმეგებლნი ვართ.
გივი მარგველაშვილი:  რა თქმა უნდა, იპოვე საკუთარი თემა! ეს არის სწორედ პრობლემა! ჩვენ ყველაფერზე ვართ პასუხისმგებელნი, განსაკუთრებით საკუთარ თემაზე.

PS: ერთხელ, გივი მარგველაშვილმა ჩემი თხოვნის შემდეგ, გამოეგზავნა მას რაიმე მოკლე ტექსტი საკუთარი ხედვისა პიესა „მაყურებელთა დარბაზების“ შესახებ მომწერა შემდეგი სტრიქონი: „Let’s come together! Right now! In sweet harmony! Let’s come together“. გივი მარგველაშვილი, ეყრდნობა რა ჰუმანურობის ფილოსოფიურ ტრადიციას, ფორმითაც და შინაარსითაც ორიგინალურად და ახლებურად, უაღრესად დახვეწილი, კომპლექსური ენით გვთავაზობს მრავალშრიან მხატვრულ ნაწარმოებებს და ჩვენ, საკუთარ თავში „ბიბლიობიოლოგიური“, -  პლანეტარული მკითხველის აღმოჩენის იმედს გვინერგავს. 

„Let’s come together! Right now! In sweet harmony! Let’s come together“

marika lafauri. 2013, ianvari/ Tebervali

gamoqveynda Jurnal "cxeli Sokoladis" 2013 wlis martis nomerSi



გ.გვახარია, მ. ლაფაური პრემიერის წინ


ნიკო ტარიელაშვილი, გია ლაფაური გადაღებების დროს


P



,


Keine Kommentare:

Kommentar veröffentlichen